|
2019-04-04 19:01:23, 2826 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე ისაუბრა
პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ყურადღება ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზეც გაამახვილა და რამდენიმე პროექტის შესახებ ისაუბრა. „წელს დავასრულებთ საერთო საჯარისო ცენტრის მშენებლობას, სადაც თითოეული გვარეობის მიხედვით ოფიცრები სპეციალიზებულ განათლებას მიიღებენ. ერთ თვეში საქართველო-საფრანგეთის კონტრაქტით გათვალისწინებული გარემონტებული სამხედრო ბაზა გვექნება. რაც შეეხება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და მის კეთილმოწყობას, სტოლტენბერგმა, პირად საუბარშიც მითხრა, თუ რა პროგრესს ხედავს აღნიშნულ ცენტრში, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, - აღნიშნა იზორიამ. მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება გორში ბინების სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც 180 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა. ლევან იზორიამ ყურადღება, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებში მიმდინარე და დაზვერვის ოფისის სარემონტო სამუშაოებზე გაამახვილა. მან სამხედრო ნაწილების სპორტული ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის შეძენის შესახებაც ისაუბრა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)