|
2019-03-29 11:30:27, 2802 ნახვა
სამხედრო
სერ სტიუარტ პიჩი - სწავლება საკმაოდ რთულია, თუმცა ქართველმა სამხედროებმა დასახულ ამოცანებს შესანიშნავად გაართვეს თავი
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრნენ. დელეგაციას, რომელსაც ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ხელმძღვანელობდა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, წვრთნები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველმა სამხედროებმა დასახულ ამოცანებს თავი ღირსეულად გაართვეს. "მიმდინარე მრავალეროვნული სწავლება საკმაოდ რთულია, თუმცა ქართველმა სამხედროებმა დასახულ ამოცანებს შესანიშნავად გაართვეს თავი. ეს მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფართო კონტექსტშიც. ნატო აფასებს საქართველოს წვლილს და მხარდაჭერას ნატოს ოპერაციების მიმართ. გაღებული მსხვერპლის მიუხედავად, საქართველო კვლავ განაგრძობს ნატოს გვერდით დგომას და ჩვენი ერთგული და ნამდვილი მეგობარია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ჩვენი შესაძლებლობების განვითარებისთვის. ეს ჩემი პირველი, თუმცა ძალიან შთამბეჭდავი ვიზიტია საქართველოში. იმედი მაქვს, ჩვენს პარტნიორობას გავაძლიერებთ, რაც მნიშვნელოვანია როგორც ალიანსისთვის, ისე საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის“, - განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)