|
2019-03-25 09:20:03, 6197 ნახვა
კულტურა
ქართული ანიმაციური ფილმების საეკრანო ჩვენება დიდი პოპულარობით სარგებლობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში მიმდინარე ქართული ანიმაციური ფილმების კვირეულით საზოგადოების დაინტერესება დიდია. კვირეული 22 მარტს გაიხსნა და მოიცავს 8 სეანსს, რომელთაგან 4 უკვე გაიმართა. 25, 26 და 27 მარტს სეანსები დაგეგმილია 15:00 საათზე. 28 მარტს, 19:00 საათიანი სეანსით კი ანიმაციური ფილმების ჩვენება დასრულდება. მულტიპლიკაციური ფილმების კვირეული ნაწილია პროექტის - „რე-ანიმაცია" - რაც ქართული ანიმაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას, რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს. პროექტი საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის" თანამშრომლობით ხორციელდება. ანიმაციური ფილმები ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ ფორმატში გადადის და ციფრული რესტავრაცია უტარდება. მულტიპლიკაციური ფილმებს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება. პროექტის მიზანი ანიმაციური ფილმების მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შექმნა, ბავშვებისა და მოზარდების ქართული მულტიპლიკაციური ფილმებით დაინტერესება და მათი პოპულარიზაციის გაზრდაა. თითოეული სეანსი 90 წუთიანია და მასში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივსა და კინოსტუდია „ქართული ფილმში" დაცული 9 მოკლემეტრაჟიანი ქართული მულტფილმი, რომლის რესტავრაცია უკვე განხორციელდა. მათ შორისაა: „წუნა და წრუწუნა" (1962 წელი) „ბომბორა სწავლას იწყებს" (1973 წელი) „სახლობანა" (1973 წელი) „საზამთრო" (1974 წელი) „თერძი ბესო" (1977 წელი) „ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი" (1983 წელი) „ყარყატის შვილობილი" (1985 წელი) „მძლეთამძლე" (1991 წელი) „სანუკვარი ოცნება" (1989 წელი). დასწრება თავისუფალია. კინოთეატრი მდებარეობს ეროვნული არქივის შენობაში, მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #1/პეკინის გამზ. #40 (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან).
(NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)