|
2019-03-17 21:59:18, 3745 ნახვა
სპორტი
ბექა ღვინიაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელია
ეკატერინბურგის გრანდ სლემის მესამე დღეს მედალი მხოლოდ ბექა ღვინიაშვილმა მოაპოვა. -90 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ბექამ ბრაზილიელი რაფაელ მასედო დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. სამწუხაროდ, ფინალში ღვინიაშვილი ჰოლანდიელ ვან ტედთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ფინალურ ბლოკამდე ღვინიაშვილმა ბრწყინვალედ იარა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ ბრძოლაში რუს კოსტოევს სძლია, შემდეგ თურქეთის სახელით მოასპარეზე მიქაელ ოზერლერს აჯობა და მეოთხედფინალში ტაჯიმა გოკი საოცარი იპონით დაამარცხა. დღეს, ტურნირს ნაადრევად სამი ქართველი ძიუდოისტი გამოეთიშა - ონისე სანებლიძემ (100 კგ) ლატვიელ ევგენის ბოროდავკოსთან წააგო, გიორგი ბერიაშვილი (100 კგ) მონღოლ ლხაგვასურენთან დამარცხდა, ხოლო მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა იაპონელ ჰიოგა ოტასთან პირველივე ბრძოლა დათმო.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)