|
2019-03-14 14:08:49, 1605 ნახვა
რეგიონი
გურამ მაჭარაშვილი: ლაგოდეხში ორი ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება, ერთ სკოლას კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები უკვე გამოაცხადა. სკოლები სოფელ კაბალსა და ჰერეთის კარში აშენდება, ხოლო რეაბილიტაცია კაბლის № 1 საჯარო სკოლას ჩაუტარდება. აღნიშნული ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს. ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატთან, გურამ მაჭარაშვილთან ერთად, მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მხარის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიძემ, ,,MGF" _ ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ჩიკვაიძემ. ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა გურამ მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების და მოსახლეობის კეთილდღეობის გზაზე, მისივე განმარტებით, "მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივა განათლების რეფორმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 % _ის ინვესტიციების განათლების სექტორში განხორციელებას. გასულ წელს ,,მილენიუმის" პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა მუნიციპალიტეტის 4 სკოლა, ლაგოდეხის № 1,ვარდისუბნის, განჯალისა და აფენის № 1 საჯარო სკოლები"- განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.
(NS)
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)