03:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 13:32:16, 473 ნახვა

საზოგადოება
ტრეფიკინგის ფონდმა თბილისის შშმ ჩვილ ბავშვთა სახლში სენსორული ოთახი დააფინანსა

ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სალხში სენსორული ოთახის გარემონტება და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა უზრუნველყო.

 „ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები ამ დარგის სპეციალისტებთან და რაც შშმ ბავშვების ფსიქო–მოტორული აქტივობისთვის არის საჭირო, ის ინვენტარი შევიძინეთ. ესენია: ვიზუალური და ფიზიკური აქტივობისთვის განკუთვნილი გასანათებელი საშუალებები.  დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად, ფონდი ეცდება კიდევ, რომ როგორც დონორებთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად, სრულფასოვნად აღჭურვოს ეს ოთახი“, – აღნიშნა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ფონდის პრესმდივანმა ქეთი ბეროშვილმა.

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ფსიქოლოგის ლონდა ქარსლიანის განცხადებით,  დაწესებულებაში ძირითადად შშმ ბავშები არიან, რომლებსაც მხედველობასთან, სმენასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.

სენსორული ოთახი კი, ფსიქოლოგის შეფასებით, ბავშვების გარემოსთან ინტეგრირებას ხელს შეუწყობს.

„სენსორული ოთახი აუცილებელია ჩვენი დაწესებულებისათვის, ვინაიდან აქ გვყავს შშმ ბავშვები. მათ აქვთ მხედველობასთან, სმენასთან, გადაადგილებასთან პრობლემები, ისინი თავად ვერ ეხებიან, ვერ აღიქვამენ, ეს ოთახი ჩვენ საშუალებას მოგვცემს  ბავშები განვავითაროთ და მივაღებინოთ ყველა ის უნარჩვევა, რაც მათ ამ ასაკში სჭირდებათ. დავეხმაროთ მათ სამყაროსთან ინტეგრირებაში“, – აღნიშნა ლონდა ქარსლიანმა.

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ამ დროისთვის 53 ბენეფიციარია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics