|
2019-02-28 13:16:09, 577 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ, სხდომაზე რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზე და მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა. სხდომა სასიამოვნო სიახლით გაიხსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით 31 ოჯახს, რომელებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, ბინები უსასყიდლოდ გადაეცათ კერძო საკუთრებაში. უახლოეს მომავალში მიღებული იქნება ახალი გადაწყვეტილება ფაქტობრივ მფლობელებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო მეტი ოჯახის ყოფას გააუმჯობესებს. სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთი არის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი და მუნიციპალიტეტში აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება. იგეგმება მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელება, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი და რომელიც რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის. ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკი მოსაწყობად გამოცხადებულია ტენდერი. რაც გულისხმობს ტურისტულად აქტიური 2 840 მეტრი სანაპირო ზოლის კეთილმოწყობას. მთავრობას აქვს ერთიანი და პრინციპული მიდგომა ბიზნესთან. უნდა დასრულდეს შეჩერებული საინვესტიციო პროექტები და ყველა მათგანი განხორციელდეს წარმატებით. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა სხდომაზე საკითხად გამოიტანა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და ახალგაზრდობის კომპონენტის ცალკე ორგანიზაციად ჩამოყალიბების საკითხი, რაც ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მიმცემი გახდება. მინისტრმა ისაუბრა პეტრას ციხეზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. გასულ წელს დასრულდა რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები, მიმდინარე წელს კი ტენდერი გამოცხადდა სამუშაოების სრულად განხორციელებაზე, რაც ითვალისწინებს ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის განთავსებას. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, სხდომაზე წარმოადგინა დაბა ჩაქვისა და კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. სხდომის კიდევ ერთი საკითხი სოფლის განვითარების პროგრამა გახლდათ. იმსჯელეს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად პროექტების შერჩევის პროცედურებზე და კრიტერიუმებზე. მთავრობამ ქობულეთში გამოყო მიწის ნაკვეთი იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემ 200ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის სერვისით ისარგებლონ ერთიან სივრცეში.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)