|
2019-02-18 15:23:47, 4154 ნახვა
Lifestyle
GQ-მ „რუსეთის ყველაზე მოდური კაცების“ სიაში კახა კალაძე და ბერა ივანიშვილი შეიყვანა
ჟურნალ GQ-ს რუსულმა გამოცემამ 2019 წლის რუსეთის ყველაზე მოდური კაცების სია გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და მომღერალი ბერა ივანიშვილიც მოხვდნენ. სულ სია 50 მამაკაცისგან შედგება და მასში პირველ ადგილს მუსიკოსი ფედუკი იკავებს. მეორეზე ტელეწამყვანი ივან ურგანია, ხოლო მესამე ადგილი მუსიკოსს და ჯგუფ "ლენინგრადის" სოლიტს იგორ შნუროვს ერგო. თბილისის მერი კახა კალაძე მე-6 ადგილზეა. თითოეულ ფოტოს შესაბამისი აღწერა აქვს. ასე კახა კალაძის ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ "კალაძე თავის დროზე წარმატებით თამაშობდა საფეხბურთო კლუბ მილანში, თუმცა მოგვიანებით სხვა ლიგაში, კერძოდ კი, პოლიტიკურ ლიგაში გადავიდა. მიუხედავად ამისა, მან "ხულიგნური" ჩაცმის სტილი პიჯაკებში არ გაცვალა. მის ჩაცმის სტილზე იმდენივეს საუბრობენ, რამდენსაც მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ჭორები თავიდანვე რომ უარვყოთ, იცოდეთ, რომ ჩვენ პიჯაკებს, ქუდს და ამ სიცილიურ ჩაცმულობასაც მხარს ვუჭერთ. საკუთარ თავს ჯანმრთელი ირონიის გრძნობით უნდა მიუდგე, კახამ ეს იცის". რაც შეეხება ბერა ივანიშვილს, ის მე-9 ადგილს იკავებს. "ქართველ ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს ფრანგული ფესვები აქვს და ის სამ სხვადასხვა სტილს ოსტატურად ირგებს - პარიზელი ბიჭი 1960-იანი წლებიდან, ქართული ტრადიციების ერთგული (ნახეთ მიმსი ქორწილის სურათები) და მოდური რეპერი. ამ სტილებიდან რომელია საუკეთესო თქმა რთულია. თითოეული მათგანი სრულყოფილია", - წერს გამოცემა. ცნობისთვის, სიაში კიდევ ერთი წარმოშობით ქართველი, რუსეთში მოღვაწე მომღერალი ლევან გოროზია, იგივე L' ONE მოხვდა.
სრული სიის სანახავად გადადით ბმულზე.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)