|
2019-02-15 14:53:47, 5027 ნახვა
კულტურა
გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის
თბილისში, გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის. სამინისტროს ინფორმაციით, ახლადგამოვლენილი ობიექტის პირველადი დათვალიერების შედეგად დაფიქსირდა 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი, და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას (ძვ. წელთაღრიცხვის IV საუკუნის ბოლოს) განეკუთვნებოდეს. არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური შეფასების კვალიფიციური დასკვნა სააგენტოში უახლოეს დღეებში მომზადდება. გლდანის ციხესთან ძველ სამარხი სანიაღვრე მილის დაზიანების შედეგად ჩამორეცხილ მიწის ფენებში გამოვლინდა. პირველადი ცნობა არქეოლოგიური ობიექტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ახლომდებარედ მცხოვრებმა მოქალაქემ აცნობა. ღამის განმავლობაში გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების უსაფრთხოება შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა უზრუნველყვეს.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)