|
2015-06-18 09:41:08, 398 ნახვა
საზოგადოება
თინა ხიდაშელმა სტიქიის ზონა მოინახულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროპაში ვიზიტის დასრულების შემდეგ აეროპორტიდან პირდაპირ სტიქიის ზონაში გაემართა. თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიაწოდა. თინათინ ხიდაშელი დეტალურად გაეცნო ქართველი სამხედრობის მიერ შესრულებულ სამუშაოებს და სამხედრო ქვედანაყოფების პირად შემადგენლობას გაესაუბრა. სტიქიის ზონაში თავდაცვის მინისტრთან ერთად პირველი მოადგილე, დავით ებრალიძეც იმყოფებოდა. მინისტრი ზოოპარკის ტერიტორიაზე იმ ადგილზეც მივიდა, სადაც კიდევ ერთი დაკარგული ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. „ჯერ-ჯერობით შორს ვართ იქიდან, რომ ვთქვათ ყველა პრობლემა მოგვარებულია. სამწუხაროდ ჯერ კიდევ არიან დაკარგული ადამიანები, რომელთა ძებნაც მიმდინარეობს. შესაბამისად ძალიან სწრაფ რეჟიმში კიდევ ბევრი საქმე არის გასაკეთებელი. ამასობაში ბუნებრივია, რომ უკვე სარეაბილიტაციო ქმედებებზე უნდა გადავიდეთ. ვინაიდან დიდი ხანი ესე ვერ გაგრძელდება. უკვე უნდა დავიწყოთ მობილიზება იმისათვის, რომ მოხდეს აღდგენითი სამუშაოების წარმოება და არამხოლოდ მოძიების და გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ ჩვენს ვალდებულებას ვასრულებდით, ხოლო თბილისელებს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ის ძალიან დიდი სოლიდარობა, რომელიც ქალაქმა აჩვენა, რა თქმა უნდა, იყო უპრეცედენტო და ძალიან მისასალმებელი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, რის შემდეგაც ვაკე-საბურთლოს ახალი გზის დაზიანებულ მონაკვეთსა და სვანიძის ქუჩაზე მივიდა, სადაც ჯარისკაცები მუშაობენ. გაწმენდით სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალები სტიქიის ღამესვე ჩაერთო. ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა წყნეთისა და სვანიძის ქუჩების, ვერეს ხეობაში ზოოპარკისა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ასუფთავებს. ქართველი სამხედროები მაშველთა ჯგუფს დაზიანებული და ჩაძირული ტექნიკის ამოყვანაშიც ეხმარებიან. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჯარების ლოგისტიკური სარდლობის სპეციალური ტექნიკაცაა მობილიზებული.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)