16:10 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 09:34:57, 779 ნახვა

სამართალი
პრემიერმა მთავრობის წევრებს მოუწოდა „არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე“ ადამიანებმა შეცდომაში არ შეიყვანონ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა  „არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე“ ადამიანებმა შეცდომაში არ შეიყვანონ.

პრემიერის თქმით, პროკურატურამ უნდა დაკითხოს შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, რომ ნებისმიერი სპეკულაცია გამოირიცხოს.

ძალიან მძიმე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ამაში რომელიმე კონკრეტული პირის ბრალეულობაზე საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი, თუმცა პროკურატურამ უნდა დაკითხოს იგივე კრიზისების მართვის საბჭოს და შსს-ის თანამშრომლები, რომ გამოირიცხოს ნებისმიერ სპეკულაცია და არ იქნას ხელი გაშვერილი არც ერთი ადამიანის მისამართით. ეს არის ჩემს ინტერესებში, ვინაიდან ჩემთვის თითოეული მოქალაქე არის ძვირფასი, ისე, როგორც თითოეული სიცოცხლე. ასე რომ, ჩვენ ვართ ვალდებული, მოხდეს რეაგირება ამ ფაქტზე.  ყველას მოგიწოდებთ, რომ ისეთმა არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიებმა და ადამიანებმა, როგორებიც არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, არ შეგიყვანოთ შეცდომაში“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics