|
2015-06-18 09:31:49, 343 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმე იქნება ბატონი ზურას დამცველი, ერთ-ერთი მე ვიქნები
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დაკავებას არ გეგმავს. ღარიბაშვილის თქმით, პირდაპირი პროვოკაცია ხდება, რომ თითქოს პროკურატურა გურიელიძის დაკავებას აპირებს. „რა თქმა უნდა, ჩვენთვის მძიმე იყო, რაც მოხდა დღეს და ხდება ამ დღეების განმავლობაში. ამ კრიზისმა გადაიარა ბატონი ზურაბის თავზე. თუ ვინმე იქნება მისი დამცველი, ერთ-ერთი პირველი ვიქნები. ის თავის საქმის ღირსეული პროფესიონალია. ამ შოკური მდგომარეობიდან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ გამოსულა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა საგანგებო საბჭოს სხდომაზე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ. ღარიბაშვილმა დასძინა, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და არავის მისცენ პოლიტიკური სპეკულაციების საშუალება.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)