16:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 19:38:36, 731 ნახვა

რეგიონი
სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა.

შემთხვევა დღეს საღამოს, სოფლის მეჩეთის წინ მოხდა.  

წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ცნობით, მამაკაცის მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო. კერძოდ, მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს წლების წინ მის მიერ მოკლული მამაკაცის ძმამ ესროლა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics