13:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 13:54:08, 421 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბესაძის მტკიცებით, მერიამ 18 მილიონი ლარის გამოყოფა სტიქიურ მოვლენამდე მოითხოვა

საკრებულოს ფრაქცია  „ნაციონალური  მოძრაობის“  წევრი ირაკლი აბესეძის მტკიცებით,  თბილისის მერიამ 18 მილიონი  ლარის სესხის გამოყოფა, რომელიც სალიკვიდაციო  სამუშაოებს უნდა მოხმარდეს, სტიქიურ მოვლენამდე მოითხოვა. 
აბესაძეს მერიასთან აქვს კითხვები, რაში აპირებდა ამ თანხის გამოყენებას. 
„სესხი,  რომელსაც თბილისის  მერია იღებს მოხმარებული  უნდა იყოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ.  მიმართვა ამაზე მერიამ ჯერ კიდევ 28 მაისს გააკეთა. მუნიციპალური განვითარების ფონდის წერილი არსებობს,  რომ მზად არის ეს სესხი გამოყოს და სწორედ ამასთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვები  რაში აპირებდა  თბილისის მერია ამ 18 მილიონი ლარის გამოყენებას ეს  ტრაგიკული  შემთხვევა, რომ არ მომხდარიყო“,-განაცხადა აბესაძემ. 
თუმცა, აბესაძის  თქმით, მისი ფრაქცია მხარს დაუჭერს საკრებულოს მიერ ამ 18 მილიონი ლარის გამოყოფოს საკითხს.
ცნობისთვის, დედაქალაქის  საკრებულომ  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარის გამოყოფის საკითხი უნდა დაამტკიცოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics