|
2015-06-16 09:21:16, 502 ნახვა
საზოგადოება
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 15 ადამიანია დაღუპული, 7 იძებნება
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 ადამიანს შეადგენს, 7 პირი კი, უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ავრცელებს. მათივე ცნობით, 16 ივნისს, საგანგებო შტაბის კოორდინაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გმირთა მოედნის, ესტაკადების, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაწმენდითი სამუშაოები. დღეს დილიდან საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად იხსნება მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედნის, კოსტავასა და ვარაზისხევის მიმართულებებზე. დაახლოებით 03:00 საათზე დასრულდა გზის საფარის დაგება მელიქიშვილის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთზე და მოიხსნა სატრანსპორტო მოძრაობაზე არსებული შეზღუდვა. ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქ. #74 მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან, რომელიც მეწყრულ ზონაში მდებარეობს, მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად დაზიანდა სახლის კედელი და სახურავი, დაბზარულია კედლებიც. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და სწავლობენ ვითარებას, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები. თბილისის სხვადასხვა უბნებში განთავსებული სტიქიით დაზარალებულები, უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, საჭირო მედიკამენტებითა და ექიმის უფასო კონსულტაციით. მცირეწლოვან ბავშვებს მიეწოდებათ სპეციალიზებული საკვები. გამგეობებში გრძელდება ტანსაცმლის, ჰიგიენის საშუალებების და სხვა საჭირო ნივთების შეგროვება დაზარალებულთათვის. პროცესი მიმდინარეობს ორგანიზებულად. სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღწერა და შესწავლა, რაც უახლოეს ხანში უნდა დასრულდეს. საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით აღდგენას ექვემდებარებიან, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. დღეს დილიდან თბილისსა და მის შემოგარენში ყველა დაზიანებულ უბანზე განახლდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)