|
2018-12-07 15:41:23, 588 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტომ შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა შეაჯამა
ბათუმში, კაფე „გარდენსში“, დასაქმების სააგენტომ განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან ერთად - შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. შეხვედრაზე პროგრამის მონაწილეებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის ფარგლებში 8 შეზღუდულმა შესაძლებლობის მქონე პირმა პროფესიულ სასწავლებელთან „ახალი ტლღა“ პარტნიორობით გაიარა პროფესიული გადამზადების 200 საათიანი კურსი და დაეუფლა კულინარიის ხელოვნების, კონდიტერიის, ხის მხატვრული დამუშავების, კომპიუტერული მომსახურების, საოფისე პროგრამებისა და ვებ დიზაინერის პროფესიებს. კურსის დასრულების შემდეგ კი ჩაერთვნენ სამუშაოზე მიმაგრებული სტაჟირების პროგრამაში, რომელიც განხორციელდა ავეჯის კომპანიაში „რანდი“, სოციალურ საწარმოში „ადამიანი მოქმედებაში“, სასტუმროებში ,,ჰილტონი“ და „ეიფორია“. კურსდამთავრებულთაგან 4 პირი დასაქმდა. ,,შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამის განხორციელება დასაქმების სააგენტომ 2017 წელს დაიწყო. გასულ წელს პროგრამის ფარგლებში 10 შშმ პირს შესაძლებლობა მიეცა მოკლევადიანი პროფესიული კურსის საშუალებით დაუფლებოდნენ ბუღალტრის, ვებ–ინტერფეისის დეველოპერის და სასტუმრო - სარესტორნო საქმის მწარმოებლის პროფესიულ უნარ–ჩვევებს. 2016 წლიდან დღემდე დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით: ინდივიდუალურად შეფასდა - 111 შშმ პირი; სუბსიდირებადი სტაჟირება გაიარა -55-მა შშმ პირმა; სუბსიდირებადი საწარმოო პრაქტიკა გაიარა - 16-მა შშმ პირმა; პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსი გაიარა - 35-მა შშმ პირმა; დასაქმდა - 49 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.
(NS)
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)