|
2018-12-01 16:17:29, 677 ნახვა
რეგიონი
პრემიერის დავალებით, დასავლეთ საქართველოს სამივე რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პრემიერ-მინისტრის დავალებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად მეორე დღეა, ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებენ, - ამის შესახებ „ექსპრენიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. აღდგენითი სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა. რეგიონების დიდ ნაწილს ეტაპობრივად უკვე აღუდგა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება. „ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამივე რეგიონში მეორე დღეა, ატარებს სტიქიის სალიკვიდაციოაუცილებელ ღონისძიებებს; აქტიურადმიმდინარეობს ზარალის შეფასება; იმერეთსა და სამეგრელოში უკვე დაიწყო კორპუსების დაზიანებული სახურავის აღდგენისა და გადახურვის პირველადი სამუშაოები. ვიცე - პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პირადად ეცნობა სტიქიის შედეგად სამეგრელოს რეგიონში შექმნილ მდგომარეობას. რეგიონში მოქმედი საგანგებო შტაბი ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ატარებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მოხდეს მყისიერი რეაგირება დაზარალებულთა დასახმარებლად. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას, სამივერეგიონში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ამ წუთებშიც ეხმარებიანმოქალაქეებს დაზიანებული საცხოვრებელისახლების სახურავების შეკეთებაში და წმენდენწაქცეული ხეებისგან ჩახერგილ გზებს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ შტაბები, შესაბამისი სამინისტროები და სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე არ დარჩეს მარტო იმ პრობლემის წინაშე, რაც მათ სტიქიის შედეგად მიადგათ“, - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)