22:52 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 17:42:58, 372 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დედაქალაქში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დედაქალაქში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო.

სააგენტოს მენეჯმენტი და 100 - მდე თანამშრომელი ვაკე-საბურთალოს გზაჯვარედინთან ტერიტორიას სტიქიისგან ჩამოტანილი ნაშალი მასალებისგან წმენდს.

 ადგილზე იმყოფება და სამუშაოებში ჩართულია სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძეც.

„ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიისგან გამოწვეულ შედეგებზე დროული რეაგირება და ერთად დგომა, რათა ქალაქი რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, -აღნიშნავს პაპუნა უგრეხელიძე.

დედაქალაქის მერიის მოწოდებას სამაშველო სამუშაოებში ჩართვის შესახებ დღეს უამრავი მოხალისე გამოეხმაურა. სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს იუსტიციის სამინისტროს ყველა სსიპ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics