|
2015-06-13 12:28:51, 402 ნახვა
საზოგადოება
N15 დაწესებულებაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა იწყება. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ეკლესიის საძირკველი ქორეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილის კურთხევით, დაწესებულებაში მივლინებულმა მოძღვარმა იღუმენმა ილია ფაჩულიამ აკურთხა. ტაძრის კურთხევას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დაესწრო და საძირკვლის ჩაყრაში მონაწილეობა მიიღო. მინისტრი სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში მისულ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მათი საჭიროებებით დაინტერესდა. „ჩვენ გავითვალისწინეთ მართლმადიდებელი მსჯავრდებულების თხოვნა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა ტაძრის მშენებლობას. უწყების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და ვფიქრობ, ამ გზაზე მათი დაახლოება სულიერ ცხოვრებასთან, მნიშვნელოვანია. ჩვენი მიდგომაა, რომ ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანის უფლებები ჩვენს სისტემაში იყოს დაცული და ყველამ პატივი ვცეთ ერთმანეთის რელიგიურ მრწამსს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულებაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა მსჯავრდებულთა თხოვნით გადაწყდა. დაწესებულებაში ტაძრის არსებობა, სულიერ ცხოვრებასთან მათი მაქსიმალური დაახლოება, მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის საძირკვლის კურთხევას სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძრის მგალობლებიც დაესწრნენ და რამდენიმე საგალობელი შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების სისტემის ადმინისტრაცია ცდილობს ხელი შეუწყოს სხვადასხვა აღმსარებლობის მსჯავრდებულებსა თუ ბრალდებულებს, სურვილისამებრ, რელიგიური ცხოვრების წარმართვაში. მათ უფლება აქვთ დაწესებულებებში იქონიონ და ისარგებლონ რელიგიური ლიტერატურით, ინდივიდუალური რელიგიური საკულტო ნივთებით და შეასრულონ შესაბამისი რიტუალები. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სამლოცველო ოთახებია გამოყოფილი, სამინისტრო კი მათ შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფს. დაწესებულებებში მუდმივად დაიშვებიან რელიგიის საბჭოში შემავალი რელიგიური ორგანიზაციებისა თუ ტრადიციული კონფესიების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)