|
2015-06-12 14:30:34, 414 ნახვა
საზოგადოება
მაღალმთიან დასახლებებში მასწავლებლები და ექიმები ხელფასთან ერთად ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ
მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები სხვადასხვა სოციალური შეღვათებით ისარგებლებენ. აღნიშნულს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონრპოექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია უკვე ინიცირებული. პროექტის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებში სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, რომელთა შრომის ანაზღაურება სახლემწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება, ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ – ექიმი სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთანი სახელმწიფო პენსიის ოდენობით. პროექტი მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლის მასწავლებლებისათვის დანამატის გაცემას ითვალისწინებს, საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო თანამდებობრივი სარგოს 35% – ის ოდენობით. საჯარო სკოლების მოსწავლეებზე კი, გაზრდილი ვაუჩერი გაიცემა. მასწავლებლები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან დასახლებებში მდებარე სკოლებში იმუშავებენ, ისინი დანამატს, შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50% –ის ოდენობით მიიღებენ. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, თითოეული ბავშვისთვის, რომელთა მშობლებიც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები არიან, ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 100 ლარი გამოიყოფა. საპენსიო ასაკს მიღწეული მუდმივად მცხოვრები პირი კი, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, ყოველთვიურად დამატებით თანხას – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20%–ს მიიღებს. გარდა ამისა, სახელმწიფო მაღალთმიან დასახლებაში აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50%–ს აანაზღაურებს, მაგრამ არაუმეტეს 100 კვტ.სთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურისა. კანონპროექტის მიღება 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ იქონიებს. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი, დაახლოებით 12 000 000 ლარი დაიხარჯება, 2017 წლის 1 იანვრიდან დაახლოებით 30 500 000 ლარი, 2018 წლის 1 იანვრიდან კი, დაახლოებით 50 500 000 ლარი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)