20:33 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 18:52:31, 2059 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების როტაცია დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა და I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა ავღანეთში მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" 7-თვიანი მისია წარმატებით დაასრულეს და დღეს სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი და II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია დახვდნენ.

ბრიგადის გენერლის გიორგი მათიაშვილის განცხადებით, ქართულმა ქვედანაყოფებმა ქაბულში და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მისია წარმატებით და უდანაკარგოდ შეასრულეს. დასავლეთ სარდალმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონი სამშვიდობო მისიას ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 21-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული, როტაციის წესით, IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა. შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი კი, მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლი და საავიაციო ბაზის დაცვა იყო. მე-11 ბატალიონი, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics