|
2018-10-24 16:37:17, 507 ნახვა
რეგიონი
გიორგი ქობულიამ კოლეგებთან ერთად კასპში ინოვაციური ცენტრის - ტექნოპარკის საპროექტო სივრცე დაათვალიერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს კასპში ინოვაციური ცენტრის - ტექნოპარკის საპროექტო სივრცე დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ქობულია ობიექტის ტერიტორიაზე კოლეგებთან - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ქობულიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციური ცენტრი არამხოლოდ კასპის რაიონს, არამედ მთელ შიდა ქართლის რეგიონს მოემსახურება. „ასეთი ცენტრების მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - არამარტო ეკონომიკის, არამედ ზოგადად, ეს არის ძლიერი მამომძრავებელი ძალა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ისწავლონ, განვითარდნენ, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და იყვნენ კრეატიულები. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა მთელი მოსახლეობის ინტელექტუალური სრული რეალიზაციისა და ამ პოტენციალის კიდევ უფრო გასაზრდელად. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან დიდ შედეგს მოგვცემს როგორც ეკონომიკაში, ასევე სოციალური და ადამიანური კეთილდღეობის თვალსაზრისით", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. ინოვაციური ცენტრი - ტექნოპარკი კასპში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდება, სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღია 2019 წლის თებერვალი. სამშენებლო ტენდერი 2018 წლის 10 ოქტომბერს გამოცხადდა და 9 ნოემბერს გაიხსნება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, აშენდეს ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე. წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო და დამხმარე სათავსები და სამუშაო სივრცე. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნოპარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას სხვადასხვა აქტივობებისთვის.
(NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)