|
2015-06-11 09:26:40, 397 ნახვა
საზოგადოება
მეტეხის გვირაბის მიმდებარედ ორმხრივი მოძრაობა განახლდა
მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე არსებულ ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ „ხიდსაცდელი ცენტრის“ დასკვნით, აღნიშნული ობიექტი გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. კომპლექსს ჩაუტარდა სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარების, მოაჯირებისა და გზის საფარის მოწყობა (4სმ ქვედა 3სმ ზედა ფენა წვრილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სულ 2600 მ2). შეკეთდა სანაპირო და შუალედური ბურჯები. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით სამუშაოები შპს „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულებამ 1 მილიონი ლარი შეადგინა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 26 მარტს დაიწყო და 26 ივნისს უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ სამუშაოები 16 დღით ადრე დაასრულა. მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდები სრულ ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)