|
2015-06-10 17:52:47, 593 ნახვა
საზოგადოება
დავით ბაქრაძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექცია გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. უნივერსიტეტში გამართულ ლექციაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში მიმდინარე, ასევე, მომავალში დაგეგმილ რეფორმებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის შედეგებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პერსპექტივებზე. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესებსა და უფლება-მოვალეობებზე და ხაზი გაუსვა ამ კუთხით საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მნიშვნელობას. ნატოში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას დავით ბაქრაძემ არსებითი პაკეტის განხორციელებაზე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზეც გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. '
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)