|
2015-06-10 10:56:28, 866 ნახვა
ეკონომიკა
ბიუჯეტის შეკვეცის მიმართულებით, საბოლოო ვარიანტი, სავარაუდოდ, ხვალინდელ მთავრობის სხდომაზე იქნება წარმოდგენილი
ბიუჯეტის შეკვეცის მიმართულებით, საბოლოო ვარიანტი, სავარაუდოდ, ხვალინდელ მთავრობის სხდომაზე იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ვიცე პრემიერი ჯერჯერობით არ ასახელებს კონკრეტულ ციფრებს, თუ რა რაოდენობით მოხდება ბიჯეტის კორექტირება. "გუშინ შედგა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ფინანსთა მინისტრი მუშაობს ამ საკითხზე. დღეს ბოლო კომუნიკაციას ახდენს იგი ყველა სამინისტროსთან და ხვალ, სავარაუდოდ, მთავრობის სხდომაზე იქნება წარმოდგენილი საბოლოო ვარიანტი ყველა სამინისტროში, მათ შორის ჩვენშინ. რა თქმა უნდა, ძირითადი შეკვეცა ადმინისტრაციული ხარჯების კუთხით ხდება, პრემიებისა და შრომის ანაზღაურების მუხლში ხდება ძირითადი შეკვეცა. ხვალ მთავრობის სხდომაზე იქნება საბოლოო ციფრები წარმოდგენილი",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, 4 ივნისის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დაავალა, 10 ივნისამდე ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარედგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)