13:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 13:05:45, 988 ნახვა

რეგიონი
ხურვალეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებულ მაია ოთინაშვილს 2-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ 37 წლის მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს ბრალად ე.წ. საზღვრის კვეთა ედება. 

გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხზე განცხადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმაც გაავრცელა. 

„ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დაკავებული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა. ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა“, - აცხადებენ ე.წ. კომიტეტში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics