|
2015-06-07 15:11:14, 432 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: ქართველები ისეთ შემოსავალს ეძებენ, სადაც შრომა არ იქნება საჭირო
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს განცხადებით, ქართველი ხალხი წლების განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა მიწა და ემუშავა. დღევანდელი მდგომარეობით, კი ქართველები ისეთ შემოსავალს ეძებენ, სადაც შრომა არ იქნება საჭირო. „დღევანდელი მდგომარეობა განსხვავდება სხვისგან. ქართველი ადამიანი ყოველთვის ცდილობდა, მოეპოვებინა მიწა და თავის მიწაზე ეშრომა. დღეს კი, ქართველი ადამიანი ისეთ შემოსავალს ეძებს, სადაც შრომა არ იქნება საჭირო. მოგმართავთ ყველას, იფიქრეთ საკუთარ თავსა და შვილებზე, თქვენს მომავალზე. ჩენი მიწა–წყალი დალოცვილია. ამოტომ, შრომას მოვკიდოთ ხელი. ფიზიკური შრომა ეს არის ღვთის ლოცვა–კურთხევა“, – ბრძანა კათოლიკოს–პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას. ამასთან, როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ქართველები უცხოეთში მიდიან და მოსამსახურედ მუშაობენ, ქვეყანაში კი, უცხო ხალხი შემოდის. „შევთხოვ უფალს, ქართველი ხალხი, რომლეიც უცხოეთშია წასული, სამშობლოში დაბრუნდეს. ქართული მიწა გადაგვარჩენს“, – განაცხადა პატრიარქმა.
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)