|
2015-06-05 18:50:07, 502 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ შეიძლება სამართალი ვიწამოთ
„დღეს, ჩვენ დავინახეთ, რომ შეიძლება სამართალი ვიწამოთ“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. კაბელების საქმეზე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, დღევანდელი დღე ქართული მართმსაჯულების ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია. ‘’თავიდანვე ვიძახდით, რომ ეს 5 ადამიანი არის უდანაშაულო და ეს საქმე არის პოლიტიკური. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული მართმსაჯულების ისტორიაში. დღეს, ჩვენ დავინახეთ, რომ შეიძლება სამართალი ვიწამოთ. საზოგადოება თუ მობილიზებული იქნება სამართლიანობას მივაღწევთ. მე მინდა, რომ ძალიან მალე ჩვენი უდანაშაულო ბიჭები ვიხილო თავისუფლები, სამსახურში დაბრუნებულები და ოჯახთან ერთად’’, – განაცხადა ირაკლი ალსანიამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ დავით ჯუღელმა გაიზიარა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო. დაცვის მხარის განცხადებით, სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზა იყო მთავარი მტკიცებულება, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობოდა.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)