12:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 11:45:07, 539 ნახვა

რეგიონი
აჭარაში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გეგმავს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პროფილაქტიკურ სამედიცინო გასინჯვებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქცია პირველ სექტემბერს - ქალაქ ბათუმში (თამარის დასახლება), ხოლო ორ სექტემბერს - ქობულეთში ჩატარდება.

სამედიცინო ჯგუფი დაკომპლექტდება თბილისის სამედიცინო დაწესებულებების ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმებით (ოჯახის ექიმი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, დერმატოლოგი, ანგიოლოგი, ონკოლოგი, ექიმი-რადიოლოგი).

ჩატარდება ინსტრუმენტული გამოკვლევები: ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია. ასევე, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.

ექიმების დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილ პაციენტებზე გაიცემა მედიკამენტები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics