|
2018-08-21 18:05:06, 1424 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია გერმანიაში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია ჰოჰენფელსში, გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRS) საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა საჩვენებელ სწავლებას დაესწრება და ქართული კონტინგენტის მომზადების შესახებ ბრიფინგს პირადად მოისმენს. თავდაცვის მინისტრს გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეთაური ევროპასა და აფრიკის მიმართულებაზე, გენერალ-მაიორი რასელ სანბორნი და აშშ-ის მე-7 სასწავლო სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი კრისტოფერ ლანევე უმასპინძლებენ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველო თავდაცვის მინისტრი კიევში გაემგზავრება, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრება. კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე დაგეგმილ აღლუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მედროშეთა კოლოფიც მიიღებს მონაწილეობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)