17:48 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 15:20:22, 406 ნახვა

საზოგადოება
წყნეთისხევის ქუჩაზე წვიმისგან დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დაეხმარება

წყნეთისხევის ქუჩაზე წვიმისგან დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დაეხმარება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს.

წყნეთისხევის ქუჩაზე წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო 5 ოჯახი დაზარალდა. დაიტბორა ეზოები და სახლების პირველი სართულები.

„ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ უბანში შეიქმნა, ვინაიდან მდინარე ვერესთან მოსახლეობა ძალიან ახლოს ცხოვრობს და ადიდებულმა მდინარემ მათი სახლები დატბორა. ჩვენ ხუთივე ოჯახს დახმარებას დღესვე აღმოვუჩენთ. გამგეობა შესაბამისი სამშენებლო მასალებითაც დაეხმარება, რათა დროულად აღდგეს დაზიანებული სახლები“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიისა და ვაკის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ხუთივე ოჯახს გამგეობა დღესვე უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებლით. მათ მერიის სარეზერვო ფონდიდან, ასევე, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics