19:45 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-10 15:59:43, 1240 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა „ღირსეული პარტნიორის“ სასწავლო უბნები მოინახულა

„ამ სწავლებების ფარგლებში ჩვენი თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან უფრო მაღლდება, კომუნიკაცია სხვადასხვა სტრატეგიულ პარტნიორთან უფრო ღრმავდება, პროფესიონალიზმი და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები უფრო ძლიერდება,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევა იზორიამ ვაზიანში განაცხადა, რომელმაც „ღირსეული პარტნიორი 2018“ მიმდინარეობას გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად  დღეს დილიდან აკვირდებოდა.

ლევან იზორიას თქმით, საქართველო მსგავს სწავლებებს მომავალში მეტი ინტენსიურობით, პარტნიორების მხრიდან მეტი ჩართულობითა და თანამონაწილეობით  გააგრძელებს. 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვაზიანში სტუმრობა IV მექანიზებულ ბრიგადაში განთავსებული სწავლების მრავალეროვნული შტაბის მონახულებით დაიწყეს, შემდეგ კი, ამერიკული UH60 „შავი ქორის“ ვერტმფრენით ყველა სასწავლო უბანი დაათვალიერეს. ვერტმფრენში იმყოფებოდნენ ასევე, საერთაშორისო სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და პოლკოვნიკი ენტონი ფურნიე. 

ვერტმფრენიდან სასწავლო უბნების დათვალიერების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი საველე ჰოსპიტალის მუშაობასაც დააკვირდნენ და პირად შემადგენლობას გაესაუბრნენ. 

საველე ჰოსპიტალიდან ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან ერთად გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანით „მარდერი“ მე-11 პოლიგონზე გადაადგილდა და ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეების შეტევით ოპერაციას დაესწრო.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. სწავლება 1 აგვისტოს დაიწყო და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. 

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics