|
2015-06-04 12:32:49, 729 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი: I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 111.0 მილიარდი ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოთა საქმიანობის შედეგების შესახებ 2015 წლის I კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2015 წლის I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 11.0 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 5.6 მლრდ. ლარი შეადგინა. მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 82.8 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 7.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 9.3 პროცენტი. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი ბიზნესი – 81.8 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 8.4 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 9.8 პროცენტი. „საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტლის განმავლობაში 8.7 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 5.7 მლრდ. ლარი შეადგინა. საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 82.6 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 7.7 პროცენტი,მცირე ბიზნესი - 9.7 პროცენტი. თითქმის იდენტური ვითარებაა გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებზეც: მსხვილი ბიზნესი – 83.3 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 7.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 9.2 პროცენტი“, - აცხადებენ საქსტატში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)