|
2015-06-03 13:32:31, 769 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი: მაისში ტრანსპორტი, სამედიცინო პროდუქცია და სურსათის ნაწილი გაძვირდა
2015 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,6 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა რამდენიმე ჯგუფზე ფასების ცვლილებამ იქონია. ტრანსპორტი: წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 3,0 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,34 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა საწვავ-საპოხ მასალებზე (5,8 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (3,9 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,18 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-6,8 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-0,3 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ზეთსა და ცხიმზე (2,2 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (2,0 პროცენტი). რაც შეეხება ინფლაციას 2014 წლის მაისთან შედარებით, წლიური ინფლაციის დონემ 3,5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ჯანმრთელობის დაცვა, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)