09:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 14:26:21, 433 ნახვა

რეგიონი
ფოთთან, რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოთთან, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელობა ადგილზე გაეცნო.

აღდგენითი სამუშაოები უტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, რომელიც კაშხლისა და რაბრეგულატორისგან შედგება; იცვლება ამორტიზებული ელექტრომექანიკური მოწყობილობები.

მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის მწყობრში მოყვანის შემდეგ, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება დამხმარე ნაგებობებს და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.

 სრულდება ყველა საჭირო სამუშაო იმისათვის, რომ, შესაძლო წყალდიდობის შემთხვევაში, ნაგებობა მზად იყოს, გაატაროს წყლის მაქსიმალური მოცულობა და ქ. ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები არ დაიტბოროს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics