|
2018-06-19 17:57:21, 600 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია: ტოტალური თავდაცვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში საზოგადოების მეტ ჩართულობას მოიცავს
„წელს ვიწყებთ აქტიური რეზერვის იმპლემენტაციას, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების ფართო ჩართულობას“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინიტრის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა. ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტოტალური თავდაცვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში, სამხედრო კომპონენტთან ერთად, საზოგადოების მეტ ჩართულობას მოიცავს. „ჩვენ განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების მნიშვნელობას, რაც ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპია. ის მოიცავს არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტს, არამედ სხვა კომპონენტებსაც, როგორიც არის საზოგადოების მეტი ჩართულობა, სამოქალაქო თავდაცვის მეტი კომპონენტი. ჩვენ წელს, პარლამენტის ძალიან პრინციპული მხარდაჭერით, ვიწყებთ აქტიური რეზერვის იმპლემენტაციას, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების ფართო ჩართულობას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენი ინიციატივა, რომელიც სკოლებში საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას გულისხმობს. ვგეგმავთ შემოვიღოთ არჩევითი საგანი, რომლის საშუალებითაც მოზარდებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა დაეუფლონ ცოდნას პრაქტიკულ უნარებს სამოქალაქო და სამხედრო თავდაცვის ამოცანებთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსათან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დასასრულს ლევან იზორიამ თავდაცვის კოდექსის პროექტის შემუშავებაზეც გააკეთა აქცენტი, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად მუშავდება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ერთად. მან პროექტის შემუშავებაში აქტიური ჩართულობისთვის კომიტეტის ყველა წევრს მადლობა გადაუხადა.
(NS)
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)