08:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 11:07:03, 503 ნახვა

რეგიონი
კახეთში ატმის ჩაბარება-რეალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მწარმოებელ ფერმერებს, ექსპორტიორებს და გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ კახეთის რეგიონში საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა  36 600 ტონას შეადგენს, საიდანაც ატმის წილი 23 600 ტონა, ხოლო ვაშლატამასი  -13 000 ტონაა.

როგორც მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, შეიქმნება საორგანიზაციო შტაბი, რომელიც გურჯაანში განთავსდება. შტაბს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება ჯგუფი ფიტოსანიტარიული,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონთან კოორდინაციის დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics