|
2015-01-20 10:24:09, 1705 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე ჭიკაიძე ესპანეთში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. უწყების ცნობით, მინისტრს თან ახლავს მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი და საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს უფროსი ალექსანდრე არაყიშვილი. შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვედრას გამართავს ესპანელ კოლეგასთან - ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრ ხორხე ფერნანდეს დიასთან. შეხვედრაზე მხარეები ხელს მოაწერენ შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, როგორიცაა: სიცოცხლის, სხეულისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ტერორიზმი, ნარკოტიკული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, ადამიანებით უკანონო ვაჭრობა და უკანონო მიგრაცია, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კორუფცია, კიბერდანაშაული, ფულის გაყალბება, ფინანსური დანაშაულები და სხვა. ხსენებული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული კუთხით. 21 იანვარს საქართველოს შს მინისტრი ასევე დაესწრება მხატვარ Augusto Ferrer-Dalmau-ს ნამუშევრების გამოფენას სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მხატვარ Augusto Ferrer-Dalmau-ს და მწერალ Lucas Molina-ს გენერალ გიორგი კვინიტაძის დააჯილდოვებს მედლით.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)