|
2015-05-26 09:24:35, 355 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 11:00 საათზე, პრემიერი თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე სამინისტროების მიერ წარმოდგენილ საინფორმაციო და გასართობ კუთხეებს დაათვალიერებს. 18:00 საათზე, პრემიერ-მინისტრის სახელით, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის კონცერტი გაიმართება. დღის ბოლოს კი, საქართველოს მთავრობის მეთაური სტუმრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)