|
2015-05-25 22:19:02, 790 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე იმედოვნებს, რომ კანონპროექტი კენჭისყრამდე არ მივა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმედოვნებს, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფის შესახებ კანონპროექტი კენჭისყრამდე არ მივა. როგორც ქადაგიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის დამოკიდებულება ნეგატიურია. ქადაგიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენაში პრეზიდენტი მონაწილეობს. მისივე თქმით, ამ პროცესში პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართვა ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გასაგრძელებლად დამატებითი გარანტიაა. "იმედს გამოვთქვამ, რომ ეს კანონპროექტი კენჭისყრამდე არ მივა ვინაიდან, საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა ჩვენი დამოკიდებულებაც არის ნეგატიური. " -განაცხადა გიორგი ქადაგიძემ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)