09:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 09:54:02, 458 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი იტალიელმა კოლეგამ იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იტალიელმა კოლეგამ, მატეო რენციმ, იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების პირველი შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.

იტალიასთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მომავალი, საუბრის მთავარი თემები იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა მატეო რენცის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და  იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა შენარჩუნდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმა ახალი საარჩევნო კანონის - „იტალიკუმის“ მიღებას, რომელიც იტალიაში პოლიტიკური ცხოვრების სტაბილურობას შეუწყობს ხელს და წარმატებები უსურვა მმართველ „დემოკრატიულ პარტიას“ რეგიონულ და ადგილობრივ არჩევებში, რომელიც 31 მაისს გაიმართება.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics