|
2015-01-18 11:10:31, 1129 ნახვა
საზოგადოება
ქართულ მწვანილს, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას ექსპერტიზა ჩაუტარდება
ქართულ მწვანილს, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას ლაბორატორიული ანალიზი და ექსპერტიზა ჩაუტარდება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბერლინის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2015“ (Gruene Woche 2015) ფარგლებში, გაიმართულ მოლაპარაკებების დროს საქართველოს სურსათის ერვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ და როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელმა სერგეი დენკვერტამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ლაბორატორიული ექსპერტიზის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებამდე, მხარეები მწვანილის ფიტოსანიტარიული სერთიფიცირების წინმსწრებ პროცედურებს ერთობლივად განახორციელებენ. პროდუქციას, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას,როსსელხოზნადზორის დაქვემდებარებაში არსებულ მცენარეთა კარანტინის ცენტრში ყველა საჭირო ლაბორატორიული ანალიზი და ექსპერტიზა ჩაუტარდება. „Gruene Woche 2015 - ის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა, დადებითად შეფასდა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორისს სასოფლო-სამეურნეო საქონლის არსებული ტვირთბრუნვა, რომელმაც უკვე 200 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის თევზის, თაფლის, მზესუმზირის, სიმინდის და მწვანილის ექსპორტის შესაძლებლობა“, – აცხადებენ სამინისტროში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)