07:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 12:55:58, 321 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს ჰაინც ფიშერის უმასპინძლა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობა, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ევროკავშირთან ურთიერთობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჰაინც ფიშერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტს, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, მთავრობა მხარდაჭერის დემონსტრირებად აფასებს.

გაფართოებულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებაზე ისაუბრეს, ასევე, ხაზი გაესვა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც დღეს თბილისში იმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ავსტრიის პრეზიდენტის შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო უწყებათაშორისი მემორანდუმების ხელმოწერა, რომლებიც გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიების მართვისა და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების  სფეროებში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებას ისახავს მიზნად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics