|
2015-01-17 15:30:59, 1180 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეებმა სომხეთის საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს
გიუმრიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისში, სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან, მოქალაქეებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს. როგორც აქციის ორგანიზატორმა გიორგი ჩინჩალაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, დღევანდელი აქცია არის სოლიდარობის გამოხატვა სომხეთის რესპუბლიკის მიმართ. „ეს არის სოლიდარობის გამოხატვა ჩვენი სომეხი მოძმე ერის მიმართ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჩინჩალაძემ. შეგახსენებთ, რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში, ქალაქ გიუმრიში ოჯახის ექვსი წევრი და მათ შორის 2 წლის გოგონა ავტომატური იარაღით დაცხრილა. გადარჩა მხოლოდ ექვსი თვის ჩვილი, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსულ ბაზაზე მომსახურე, რიგითი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი მოგვიანებით რუსმა მესაზღვრეებმა თურქეთის საზღვარზე დააკავეს. ჯარისკაცის სომხეთისთვის გადაცემის მოთხოვნით, გიუმრიში აქციები იმართება.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)