|
2018-02-19 14:16:17, 1032 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „აზიის განვითარების ბანკი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთა შეხვედრა 11-12 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილ ენერგოინვესტიციის ფორუმს შეეხებოდა, რომელიც CAREC-ის პროგრამის ფარგლებში უნდა გაიმართოს. ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოები, ასევე საპილოტე საინვესტიციო პროექტები - ეს ის საკითხებია, რომლებიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ბანკის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ იჩენს. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური პარტნიორია, რომელსაც 2007 წლიდან 2017 წლის ჩათვლით 2,4 მილიარდი აშშ დოლარის პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისთვის. საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიის შესაბამისად, ბანკის საქმიანობის პრიორიტეტულ სექტორებს წარმოადგენს გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, საჯარო სექტორის მართვა, კერძო სექტორის განვითარება, ფინანსური სექტორის გაღრმავება და ა.შ. შეხვედრაზე მხარეებმა ის პროექტებიც განიხილეს, რომლებსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს რეგიონში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზიის ბანკის წარმომადგენლებს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზურაბ პატარაძემ, ასევე, ისაუბრა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ კონფერენციებსა და ფორუმებზე, რომლებსაც ჩვენმა რეგიონმა უმასპინძლა უკანასკნელი წლების განმავლობაში და მზაობა გამოთქვა 11-12 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი ენერგოინვესტიციის ფორუმის საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობაზე. „მზად ვართ ვუმასპინძლოთ მესამე საერთაშორისო ფორუმს ჩვენს რეგიონში და ფორუმის სტუმრებს გავაცნოთ ჩვენი რეგიონის როგორც ისტორია და კულტურა, ასევე საინვესტიციო პოტენციალი, ჩვენი ხედვები ენერგეტიკის თუ ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ასევე მზადა ვართ განვიხილოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა პროექტი თუ შემოთავაზება" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. თავის მხრივ სოჰაილ ჰასნიმ მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიღებისა და ფორუმის საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობისთვის. „ისლამაბადისა და ასტანის შემდეგ ბათუმი მესამე ქალაქი იქნება, რომელიც ამ მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმი 4 მიმართულებით იმუშავებს: მზის ენერგია, ენერგო-ეფექტურობა, ელექტრო ავტომობილები და ელექტრო ელემენტების განვითარება. დარწმუნებული ვარ, ფორუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ენერგო სექტორის განვითარებას და უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომლებიც დარგის წინაშე დგას" - განაცხადა სოჰაილ ჰასნიმ. აჭარის ა.რ. მთავრობაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ABD-ს ენერგო ფინანსების სპეციალისტი კაზუტო მურაგუჩი, საქართველოში CAREC-ის პროგრამის რეგიონალური კოორდინატორი ეკატერინე კოროშინაძე, ასევე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე. (NS)
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)