02:46 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 14:08:42, 2813 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ამერიკამ ბირთვული იარაღის არსენალი უნდა განაახლოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის ბირთვული იარაღის არსენალის განახლების მნიშვნელობაზე საუბრობს.

შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა კონგრესის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.

ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს არასდროს მოუწევს ბირთვული იარაღის გამოყენებ. ამასთან, პრეზიდენტმა დასძინა, რომ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღება ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

"იმედია, დადგება დღე, როცა ქვეყნები დასხდებიან და მასზე საბოლოოდ იტყვიან უარს. სამწუხაროდ ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა", - განაცხადა ტრამპმა.

გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან საფრთხის არსებობაზეც ისაუბრა.

"ისინი ჩვენ ინტერესებს, ეკონომიკასა და ღირებულებებს ეჭვქვეშ აყენებენ. მათთან ბრძოლაში ვიცით, რომ სისუსტე კონფლიქტისკენ მიმავალი გზაა, ხოლო ძალა მთავარი მექანიზმია თავდაცვისთვის", - განაცხადა ტრამპმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics