14:08 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 17:33:37, 1003 ნახვა

ეკონომიკა
SOCAR: ფოთთან კარბამიდის ქარხნის მშენებლობის შეჩერება სასუქის ბაზარზე ფასების ვარდნას უკავშირდება

ფოთის მახლობლად SOCAR-ის კარბამიდის ქარხნის მშენებლობის შეჩერება სასუქის ბაზარზე ფასების ვარდნას უკავშირდება.

ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ვიცე–პრეზიდენტმა დავით მამედოვმა განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი თვითდაფინანსების ხარჯზე უნდა განხორციელებულიყო – თანხის ნაწილი მეწარმეებს უნდა მოეზიდათ, ნაწილი კი საბანკო კრედიტების ხარჯზე დაიფარებოდა.

თუმცა, მამედოვის თქმით, ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაფინანსებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შექმნა.

„საქართველოში საკმაოდ ძნელი ვითარებაა. მსოფლიო ბაზარზე სასუქის ფასი დაეცა. აქედან გამომდინარე, პროექტის დაფინანსების საკითხი გაძნელდა“, – განმარტა მამედოვმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა პროექტის რეალიზაციით დაინტერესებული უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, SOCAR-ის ქარხნის მშენებლობა იმის გამო შეჩერდა, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მასში წილს ითხოვდა.

თავის მხრივ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქარხნის მშენებლობას "არასარფიანი" უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics