02:46 - 29 May, 2026
|
2018-01-28 16:46:08, 2676 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში პოლიციამ ალექსეი ნავალნი დააკავა
მოსკოვში, ტვერის ქუჩაზე პოლიციელებმა პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „მე დამაკავეს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოდით ტვერის მოედანზე. თქვენ ჩემთვის კი არა, თქვენთვის და საკუთარი მომავლისთვის გამოდიხართ“, - დაწერა ნავალნიმ. ნავალნი, მოსკოვში პუშკინის მოედნის მიმდებარედ დააპატიმრეს. მანამდე ის რამდენიმე წუთის განმავლობაში მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობდა. პოლიტიკოსის დაკავებამდე საპროტესტო აქციაზე "ამომრჩევლების გაფიცვა", რომელიც 28 იანვარს მთელი რუსეთის მასშტაბით მიმდინარეობს, დაახლოებით 90 ადამიანი დააპატიმრეს. ნავალნიმდე პოლიციამ ტვერის ქუჩაზე სხვა აქტივისტებიც დააპატიმრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)