|
2018-01-27 16:14:12, 1195 ნახვა
რეგიონი
„სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის ჯარის შემადგენლობაში შესვლის მიზეზებზე საუბრობენ
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მარია კოტაევას განცხადებით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის თავდაცვითი შეთანხმება მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებული შეთანხმების ნაწილია. ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს. როგორც კოტაევამ აღნიშნა, გასულ წელს დოკუმენტის რატიფიცირებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოებები. ისმოდა მუქარის შემცველი ლოზუნგები, თითქოს, ეს შეთანხმება ჩვენი არმიისა და თავდაცვის სამინისტროს სრულ ლიკვიდაციას გამოიწვევდა და რომ საფრთხის შემთხვევაში არავინ გვეყოლებოდა, ვინც ჩვენს სამშობლოს დაიცავდა. ვიმეორებ, ეს შეთანხმება არ ითვალისწინებს ჩვენი არმიის ლიკვიდაციას. ის რომ ცალკეული ქვედანაყოფები გადადიან რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზაზე, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ჯარისკაცები სამხედრო სამსახურს უკეთეს პირობებში გაივლიან, სადაც უფრო მაღალი დონის მატერიალური და სოციალური უზრუნველყოფა ექნებათ“, - აცხადებს მარია კოტაევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)