|
2018-01-19 13:41:06, 2592 ნახვა
მსოფლიო
აშშ საკუთარ საელჩოს იერუსალიმში სავარაუდოდ, 2019 წელს გადაიტანს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოამზადა გეგმა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა 2019 წლისთვის მოხდება, - ამის შესახებ The New York Times სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მანამდე თეთრი სახლის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ საელჩოს იერუსალიმში გადატანა დონალდ ტრამპის ვადის ამოწურვამდე არ მოხდება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმის მიხედვით, აშშ იერუსალიმში ახალი შენობის აშენებას არ აპირებს და ნაცვლად ამისა, არნონას რაიონში მდებარე საკონსულოს გადააკეთებს. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 6 დკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აღნიშნულს მსოფლიოს მასშტაბით დიდი კრიტიკა მოჰყვა. აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი კი, დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)